LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდა უაზროდ წავიდეო – ამბობდი სულ, აგერ, ამდენ ადამიანს როგორ ჰყვარებიხარ, იმედია ისე გაგაცილეთ, შენ რომ მოგეწონებოდა… არ მინახავს ადამიანი, 27 წლის ასაკში ამდენი პოზიტივი დაეტოვებინოს“ – რას წერს მოულოდნელად გარდაცვლილი ბარბარე ბეჭვაიას მეგობარი

582
ბარბარე ბეჭვაია

27 წლის ბარბარე ბეჭვაია, რომელიც 13 ივლისს, სამეგრელოში მოულოდნელად გარდაიცვალა, 17 ივლისს დაკრძალეს.

„ამ პატარა გოგოს რამდენი ადამიანის სიყვარული მიჰყვება თან… როდის მოასწარი ამხელა სიკეთის დათესვა, ეს ისე ხომ არ მოსულა ერთი გაელვებით, შენ ამისთვის მთელი შენი ცხოვრება ჩადე“ – ირინა ჯგერენაია ბარბარე ბეჭვაიაზე

ბარბარე ბეჭვაიას ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები გამოემშვიდობნენ. სოციალურ ქსელში ემოციურ გამოსამშვიდობებელ სტატუსს აქვეყნებს ბარბარე ბეჭვაიას კიდევ ერთი მეგობარი, სალომე ქუთათელაძე:

„მე არ მინახავს ადამიანი 27 წლის ასაკში ამდენი პოზიტივი დაეტოვებინოს.

„არ მინდა უაზროდ წავიდეო“, ამბობდი სულ – აგერ ამდენ ადამიანს როგორ ჰყვარებიხარ, იმედია, მანდ მაინც ხარ ბედნიერი, რომ ხედავ ამდენ ხალხის სიყვარულს.

იმედია ისე გაგაცილეთ, შენ რომ მოგეწონებოდა.

მადლობა იმ სასწაული წლებისთვის და სითბოსთვის, რაც მოგვეცი, მაგრამ ვერ დაგიფასეთ….

[ინდირა კვანტალიანი] უამრავ ვიდეოს დავდებ, გპირდები, რომ სულ იცოცხლოს და სულ გვახსოვდეს. და ჩვენ ვიცოცხლოთ ბარბარეს მოგონებებით“, – წერს სალომე ქუთათელაძე.

„რაღა უნდა ვთხოვო ღმერთს? ჯანმრთელობა…? ჯანმრთელი იყო!!!კარიერა? წარმატებული იყო ყველა მხრივ…“ – რაზე წერს გარდაცვლილი ბარბარე ბეჭვაიას მეგობარი

ცნობისათვის, სამეგრელოში ტრაგედია 13 ივლისს დატრიალდა – არსებული ინფორმაციით, 27 წლის ბარბარე ბეჭვაია ქორწილში მოულოდნელად გარდაიცვალა.

„ჩემო ძალიან ყურადღებიანო, ლამაზო და კეთილო გოგო, არასდროს დამავიწყდება შენი სითბო და ყურადღება… მადლობა ყველაფრისთვის, გული მეგლიჯება“ – მარიამ როინიშვილი მოულოდნელად გარდაცვლილ ბარბარე ბეჭვაიაზე

ნინო მუმლაძე 27 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაცვლილ ბარბარე ბეჭვაიას ემშვიდობება: „გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ვესაუბრე, სამშობიაროდან დაწყებული, ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე გვერდით გვედგა მე და რონის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g