LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მჯერა, რომ მშიშარა ერი ვართ, არ მჯერა, რომ მიუხვედრელი ხალხი ვართ…ივანიშვილმა აღიარა მარცხი, 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ლევან ხაბეიშვილი

119
ლევან ხაბეიშვილი

ივანიშვილმა აღიარა მარცხი. „პიჟონმა“ მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს ჟანდარმერიის ხელით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დაკავებული ლევან ხაბეიშვილის განცხადება მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს 4 ოქტომბრის აქციაზე მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„ივანიშვილმა აღიარა მარცხი. „პიჟონმა” მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს ჟანდარმერიის ხელით. 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და ეს ყველას ერთად შეგვიძლია.

ვამბობდი და ვამბობ, საჭიროა გამარჯვების რწმენა, გატეხეთ შიში, აჯობეთ საკუთარ თავს, ბიძინამ და ამ რეჟიმმა გამოაცხადა სრული კაპიტულაცია, არ მჯერა, რომ მშიშარა ერი ვართ, არ მჯერა, რომ მიუხვედრელი ხალხი ვართ, პირიქით, მჯერა, დარწმუნდით ამ გზის სისწორეში და რეჟიმის მარცხში.

არანაირი გრძელვადიანი. 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ. ვინც კიდევ შემოგთავაზებთ ბლა ბლა ბლას, იცოდეთ არის ივანიშვილის უნებლიე ან ნებით მოკავშირე. აიღე საქართველოს დროშა და გაიმარჯვე 4-ში“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.

სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g