LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება, რვა წელი ყოველ სეზონზე ისმენდე, რომ სააკაშვილი ჩამოდის, კი, ბატონო, მობრძანდეს: დავით სერგეენკო

83
დავით სერგეენკო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა, უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო “პირველ არხთან” საუბარში ეხმიანება.

შემოდგომაზე რეფერენდუმი იქნება, რომელიც ადგილობრივი არჩევნების პარალელურად უნდა მოვიგოთ – მეც წინასწარ ჩამოვალ საქართველოში და პროცესის უშუალო მონაწილე ვიქნები: მიხეილ სააკაშვილი

მისი განცხადებით, “არ შეიძლება, რვა წელი ყოველ სეზონზე ისმენდე, რომ სააკაშვილი ჩამოდის”. სერგეენკოს განმარტებით, “სააკაშვილის განცხადებები სადღაც უნდა დასრულდეს და უფრო სერიოზულ ქმედებებში გავიდეს”.

„ადამიანურად, ხისტ გამოთქმებს ვერიდები, რადგან ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მაგრამ მისი განცხადებები სადღაც უნდა დასრულდეს და უფრო სერიოზულ ქმედებებში გავიდეს, რადგან არ შეიძლება, რვა წელი ყოველ სეზონზე ისმენდე, რომ ჩამოდის. ჩამოვიდეს, თუ ჩამოდის. კი, ბატონო, მობრძანდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სააკაშვილი, რომ ვერ დაბრუნდება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, დამბრუნებელი ცხრაჯერ დაბრუნდებოდა: ელისაშვილი

მისი ჩამოსვლა ძალიან პროვოკაციული იქნება, რისთვის უნდა ჩამოვიდეს, ციხეში უნდა ჩაჯდეს?: მეგრელიშვილი სააკაშვილის ჩამოსვლაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g