LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შევუშინდებით არც სიცივეს და არც კორონავირუსს, ვიბრძოლებთ ბოლომდე – ოპოზიციის გეგმები

86
BeFunky-collage (5)

ოპოზიცია გეგმავს ღამე პარლამენტის წინ გაატაროს. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა „ფორტუნას“ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ლიდერები მორიგეობას დააწესებენ და ყოველ ღამე დარჩებიან რუსთაველზე.

ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს: გიგი უგულავა

„არ შევუშინდებით სიცივეს და ვიბრძოლებთ ბოლომდე. რომელი კომენდანტის საათის დარღვევაზეა საუბარი, როცა ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი. არც კოვიდპანდემია გვაშინებს. კორონავირუსზე არ ფიქრობს თავად ხელისუფლება. ისინი უბრალოდ პოლიტიკური ტერორისტები არიან,  65 ქვეყანაში  ტარდება ვაქცინაცია და ჩვენს ქვეყანაში ჯერ ვაქცინა არ შემოუტანიათ.  

ჩვენი პროტესტი გაგრძელდება, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაცავად, კორუფციაში ჩაფლული ბანდის წინააღმდეგ.   იწყება განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც აუცილებლად მივა ბოლომდე“. – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

ტერორიზმია, როცა მთელი მსოფლიო აცრას იტარებს და თქვენ კოვიდის დროს ვაქცინა არ შემოგაქვთ: თაკო ჩარკვიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები