LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი, ვერ გეტყვით, ამაზე საუბარი არ ყოფილა..“ – დიმიტრი შაშკინი ენმ-ის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის პოზიციაზე მის შესაძლო წარდგენაზე

138
დიმიტრი შაშკინი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ან მედიასთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობაზე შესაძლოა ყოფილი განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წარადგინონ.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივნის პოზიციაზე ასევე განიხილება დიმიტრი ჩიქოვანიც, რომელიც პარტიის ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გუნდშია.

თავად დიმიტრი შაშკინი კი „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით, ამაზე საუბარი არ ყოფილა, არ განხილულა..“ – განუცხადა „ფორტუნას“ დიმიტრი შაშკინმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი ოფიციალურად აირჩიეს.

ნიკა მელია: დღეს „ენმ“-ში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს არჩევითობა.. ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰყვება, არც ფულზე იყიდება და არასდროს მარცხდება..

როგორც მან პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „უახლოეს პერიოდში, თბილისის „ენმ“-ს ახალი ოფისი ექნება. ხაბეიშვილის თქმით, „არცერთი წამი არ აქვთ დასაკარგი და 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელ მუშაობას იწყებენ“.

ყრილობაზე ცნობილი გახდა ენმ-ს გენერალური მდივნის ვინაობაც. აღნიშნულ პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია კი ლევან ბეჟაშვილმა შეცვალა.

აკაკი მინაშვილი და გიორგი კირთაძე ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრობაზე უარს აცხადებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g