LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა!“ – ლეოსა და შეიკის ფლირტის შემდეგ, ჯიჯი ჰადიდი პოსტს ავრცელებს

303
page

როგორც ცნობილია, 37 წლის ირინა შეიკი  და 48 წლის ლეონარდო დიკაპრიო „კო­ა­ჩე­ლას ფეს­ტი­ვალ­ზე“ დააფიქსირეს. მათ მთე­ლი ღამე ერ­თად გაატარეს და ერ­თმა­ნეთს გვერ­დი­დან არ შორ­დე­ბოდ­ნენ. პაპარაცებმა მათი გადაღებაც მოახერხეს. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ლეო შეიკს სახეზე ხელით ეხებოდა.

„იარა, იარა და ბოლოს შეიკს მიადგა“ – ლეონარდო დიკაპრიო და ირინა შეიკი წვეულებაზე ერთად გადაიღეს

როგორც ჩანს, აღნიშნული ფაქტი არ ესიამოვნა მოდელ, ჯიჯი ჰადიდიდს, რომელიც მედიის ცნობით, გასულ წელს ოსკაროსან მსახიობს ხვდებოდა.

27 წლის მოდელმა „ინსტაგრამ სთორიში“ პოსტი გაავრცელა, ფოტოზე 87 წლის ქალია აღბეჭდილი, რომელსაც ხელში დაფა უჭირავს, დაფაზე პაემნის შესახებ რჩევა წერია.

„რჩევა პაემნის შესახებ – არა“,- წერია დაფაზე.

კომენტარებში წერენ, რომ ჰადიდი ძალიან იმედგაცრუებულია და აღნიშნული პოსტი, სწორედ დიკაპრიოს ეხება.

„ერთი გასროლით ორი ქალღმერთი“ – ლეონარდო დიკაპრიო ჯიჯი ჰადიდსა და მაია ჯემას ერთდროულად ხვდება?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები