პარტია “ლელომ” პარლამენტთან აქცია გამართა.
“არა პოლიტიკურ კომენდანტს”, “პოლიტიკური კომენდანტის საათი! მთავრობას ხალხის ეშინია” – ამ გზავნილებით პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა გადაადგილების შეზღუდვა გააპროტესტეს.
პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ ამ რეგულაციას ხელისუფლება საზოგადოებრივი პროტეტისთვის ხელის შესაშლელად იყენებს.
შეგახსენებთ, დღეს, საკოორდინაციო საბჭოს წევრები რიდი შეზღუდვების შემსუბუქებაზე შეთანხმდნენ, თუმცა მათ შორის არ არის გადაადგილების შეზღუდვის, ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევა, ან გაუქმება.
