LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არაერთი პრორუსული ძალების პოლიტიკური გაერთიანება შექმნილა საქართველოში და ასეთი რეაგირება მმართველი ძალიდან არ ყოფილა.. საკმაოდ სახიფათო განცხადებაა” – ალაფიშვილი მათიკაშვილის განცხადებაზე

274
BeFunky-collage (1)

იურისტმა ლევან ალაფიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმეზე საუბრისას „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის კომენტარი შეაფასა, რომლის თანახმად, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ლელოს შექმნა “დანაშაულებრივი ბუნების პოლიტიკური მანტიით დაფარვის მცდელობა” იყო.

„პარტიაზე, როდესაც მსჯელობ, რომ დანაშაულებრივი, ანუ კანონს მიღმა  გაერთიანებააო, ეს საკმაოდ სახიფათო განცხადებაა კონსტიტუციურ რანგში და შესაბამისად ამის სათქმელად ძალიან მყარი საფუძველი უნდა გქონდეს.

შეგახსენებთ, რომ კანონს მიღმა ფუნქციონირებადი პოლიტიკური გაერთიანება კონსტიტუციითაა აკრძალული და საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს ამგვარ საქმეებს. თუ ვინმე თვლის ასე, მაშინ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოტა სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, მაშინ როდესაც პრორუსული ძალების არაერთი პოლიტიკური გაერთიანება შექმნილა საქართველოში და იმაზე ასეთი რეაგირება მმართველი პოლიტიკური ძალიდან არ ყოფილა”,-განაცხადა ალაფიშვილმა.

დავით მათიკაშვილი: „ლელოს“ შექმნა იყო მცდელობა, პოლიტიკური მანტიით დაეფარათ დანაშაულებრივი ბუნება

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის აზრით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ლელოს შექმნა “დანაშაულებრივი ბუნების პოლიტიკური მანტიით დაფარვის მცდელობა” იყო. მისი მტკიცებით, ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმეზე სასამართლოს განაჩენით, დადასტურდა, რომ მათი პარტია ფიქციაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g