LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაფერია დასამალი, შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს..“ – რას ჰყვება ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვებიდან 6 თვის შემდეგ

1055
Untitled design (21)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, თანამდებობის დატოვებიდან ექვსი თვის შემდეგ „რადიო თავისუფლებასთან“ მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძემ, რომელიც თანამდებობას 10 წლის განმავლობაში იკავებდა, თქვა, რომ ასპარეზს ახალგაზრდებს უთმობდა. იყო საუბრები, პრემიერ მინისტრთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ, ასევე იმაზე, რომ მას არ აპატიეს, შვილის მხრიდან ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკა. თუმცა მოგვიანებით, მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, რომ თანამდებობაზე ყოფნას კიდევ რამდენიმე წელი გეგმავდა.

მოგვიანებით მისგან დამოუკიდებლად გავრცელდა წერილი, რომელიც მან დაავადებათა კონტროლის ცენტს გაუგზავნა.

„თანამშრომლების დიდი ნაწილი ბოდიშის მოხდით მეხმიანებიან, აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება.. გთხოვთ, განმიმარტოთ, რა დანაშაული მიმიძღვის..?“ – ამირან გამყრელიძე

„რადიო თავისუფლების“ ინტერვიუში ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ჯერ არ არის დრო, რომ ამ ყველაფერზე ბოლომდე ისაუბროს.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

„მე თავად დაპირისპირება არავისთან მქონია. თუ ვინმე თვითონ მიპირისპირდებოდა, ეს უკვე მათ უნდა ჰკითხოთ.

საკმაოდ დიდი ცხოვრების გზა მაქვს გამოვლილი და ვცდილობ, ყველაფერი გადავწყვიტო ხოლმე კონსენსუსის გზით. ასე იყო ამ ათი წლის განმავლობაშიც..

აგრესიული არ ვარ… წერილი, რომელიც არ უნდა გამოქვეყნებულიყო, მივწერე დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ვითხოვე, რომ არ გასაჯაროებულიყო, სამწუხაროდ გასაჯაროვდა,  სადაც იგრძნობოდა, რომ შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს (არაფერი არაა დასამალი ) და შეურაცხყოფილად ვგრძნობ..

ყველა პროექტი, რა თქმა უნდა, ჩემთან თანხმდებოდა და მათ შორის, ბევრი პროექტის ინიცირებაც ხდებოდა თქვენი მონა-მორჩილის მიერ, ამიტომ, შეთანხმება დეტალებია, რომელიც საზოგადოებას არ უნდა აინტერესებდეს. უბრალოდ მეწყინა. მე უბრალოდ მეწყინა, რომ როცა ძალიან კარგი გუნდია და ჩემს თანამშრომლებს უნდათ, რომ მე გარკვეულად კონსულტაციები გავწიო და ამაზე უარია. ეს არის მხოლოდ საწყენი და ამიტომ იყო ეს შეიძლება ცოტა ემოციური წერილიც.“ – ამბობს ამირან გამყრელიძე „რადიო თავისუფლებასთან“.

 

 

ფოტო მთავარ სლაიდზე: „რადიო თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g