LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტომ კრუზი ანა დე არმასს პაპარაცებისგან მალავს

290
Untitled design (56)

ლეგენდარული ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი 50 წლის გახდა. გრანდიოზულ იუბილეზე სხვა ვარსკვლავებთან ერთად, იმყოფებოდა ტომ კრუზიც. მანამდე გავრცელებული ვარაუდი, რომ მსახიობი თავის ახალ შეყვარებულს, ანა დე არმასს წვეულებაზე წაიყვანდა, გამართლდა.

მართალია, 37 წლის დე არმასის სახე პაპარაცებმა ვერ დააფიქსირეს, თუმცა უკვე მოიპოვება რამდენიმე სარწმუნო კადრი, რომ ანა მართლაც იმყოფებოდა კრუზთან ერთად ბექჰემის იუბილეზე.

წყვილი რესტორან Core-ში ერთად მივიდა. ანა შენობაში შესვლას ფარულად, თავზე გადაფარებული ქოლგების საშუალებით ცდილობდა. ანა და ტომი რესტორნიდან გამთენიისას გამოვიდნენ. 62 წლის კრუზი აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა, მას კი გვერდს უმშვენებდა შავ კაბაში გამოწყობილი ანა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს კრუზი ანას პაპარაცებისგან დამალვას.

ცნობისთვის, პირველად 62 წლის ტომი და 36 წლის ანა ერთად „ვალენტინობაზე“ გამოჩნდნენ. სწორედ მას შემდეგ გაჟღერდა ინფორმაცია მათი რომანის შესახებ. ალტერნატიული წყარო კი იუწყება, რომ მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ და ერთობლივ ფილმზე მუშაობენ.

სიყვარულისგან გაბრწყინებული ტომ კრუზი და იუბილარი ანა დე არმასი – რომანტიკული კადრები ლონდონიდან

„პაემანი ციდან მრავალ მეტრზე“ – 62 წლის ტომ კრუზმა 36 წლის ანა დე არმასი ვერტმფრენით გაასეირნა – ახალი ჰოლივუდური რომანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები