ჰონკონგში არაფრის კეთების მორიგი ტურნირი გაიმართა. ამის შესახებ გამოცემა South China Morning post წერს.
იმის გამო რომ „სპორტული“ არაფრის კეთების სამშობლოდ სამხრეთ კორეა ითვლება, ჩემპიონატი კორეის კულტურის ცენტრში ჩატარდა. მონაწილეებს მხოლოდ ის ევალებოდათ, რომ 90 წუთი გაუნძრევლად მსხდარიყვნენ და არაფერი ეკეთებინათ. საუბრისთვის, ზედმეტი ძილისთვის ან მოძრაობისთვის ჟიურის დისკვალიფიკაციის მიცემა შეეძლო.
მონაწილეებს ყოველ 15 წუთში პულსს უსინჯავდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი ნამდვილად მოდუნებულები იყვნენ. აჩქარებული გულის ცემა გამარჯვების შანსებს ამცირებდა. გარდა ამისა, გამარჯვებულის არჩევისას გაითვალისწინეს მაყურებლის აზრიც. მაყურებელი ხმას იმ ადამიანებს აძლევდა, ვინც ყველაზე უკეთ ზარმაცობდა.
ტურნირში პირველ ადგილზე გასულმა მიიღო უფასო ბილეთი სამხრეთ კორეისკენ, სადაც არაფრის კეთების ჩემპიონატები 2014 წლიდან ტარდება.