LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არახამიას ქართული გვარი აქვს, მაგრამ საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ სხვა ქვეყნის მოქალაქის ჩარევა სწორი არ არის: იოსელიანი

2150
122 (2)

მიუხედავად იმისა, რომ არახამიას ქართული გვარი აქვს, საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში სხვა ქვეყნის მოქალაქის ჩარევა სწორი არ არის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„შეიძლება, მას თავისი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ასეთი ფორმით სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა სცდება იმ ურთიერთობებს, რაც უკრაინასა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებობდა.” – აცხადებს იოსელიანი

არახამიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან მეგობრობაზე ბევრი რამე მსმენია, მაგრამ მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მისი განცხადებების უკან რა დგას. რაც ნამდვილად ვიცი, არის ის, რომ ასეთი სახის ჩარევა შიდა პოლიტიკაში და ყველას კრიტიკა, ვინც მათ პოლიტიკურ ხაზს არ ეთანხმება, სწორი არ არის. საქართველოდან არახამიას საუბარს ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ ეს არ არის ის, რაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობა იმსახურებს“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა, რომ მზად არის, ჩამოვიდეს საქართველოში, ქართველი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებთან დააკავშიროს და ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს.

ამავე თემაზე:

 

მზად ვარ ჩამოვიდე და თქვენი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებთან დავაკავშირო, მთავარია პრორუსი არ იყოს: არახამია

ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, დროა უძრავი ქონება როსტოვში მოძებნოთ – არახამია

დავით არახამია: “ბიძინა, თუ გვიყურებთ, გეპატიჟებით. იქნებ რამე შეგერხეთ სულში… ნუ დაელოდებით, სანამ იანუკოვიჩივით როსტოვში გაგაგდებენ”

დავით არახამია: “ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე, КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?”

ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე დავით არახამიას არაფერი ეტკინოს: სამხარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g