პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ცესკოს თავმჯდომარის საცხოვრებელთან გამართულ აქციას ეხმაურება.
როგორც იგი აღნიშნავს, ეს აქტივიზმი კი არა, „ფაშიზმია“:
„არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელიც ამ დღეებში თბილისში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა. შავ ლაქად გარდაქმნილი ფაშისტური სამკლავურებიც ასეთად დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში“. – წერს შალვა პაპუაშვილი.
ბათუმელი სტუდენტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ – ისინი ღამეს უნივერსიტეტის შენობაში გაათენებენ