LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არანაირი მოწმე არ არსებობს, ჩემი დაკავება აბსურდულია – 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში?!” – რა თქვა პროცესზე ბრალდებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა

256
ჯუანშერ ბურჭულაძე

„ჩემი დაკავება აბსურდულია – 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ რომ გამიშვათ ციხეში“,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

მისი თქმით, ესპანეთში ნაყიდი ბინა, რომლის დეკლარაციაში დამალვასაც გამოძიება მას ედავება, საკუთარი ქონების გაყიდვით შეიძინა.

ბრალდების აღნიშნულ განცხადებას „რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

„თუ უფლებას მომცემთ შევაფასებ ბრალის ხარისხს – აქ ევროპულობასთან კავშირი არ არის… მინდა დაგანახოთ, ხელი შეგიწყოთ პირადი მრწამსის შესაქმნელად, ჩემი დაკავება რამდენად აბსურდულია… მე იპოთეკით დავტვირთავდი თუ ნასყიდობას გამოსყიდვის უფლება იქნებოდა, ჩემი გადასაწყვეტია… ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით… რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხრი და ხელშეკრულებაც მივიტანე…

არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს… 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში?!”, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის,

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალი წარუდგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g