LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ სახმელეთო სათამაშო ბიზნესი 2026 წლამდე დაუსახლებელ რეგიონებში გადაიტანონ

99
kazino 1

არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ონლაინ კაზინოები 2024 წლამდე სრულად გაუქმდეს. სახმელეთო სათამაშო ბიზნესი კი, 2026 წლამდე დაუსახლებელ რეგიონებში გადაიტანონ.

აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ: სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმა, დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ და ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სათამაშო ბიზნესი მოსახლეობის გაღარიბების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ სუიციდის სტატისტიკაში დიდი წილი სწორედ სათამაშო ბიზნების გამო გაკოტრებულ ადამიანებზე მოდის. ამასთან, საქართველოს ნახევარი მილიონი მოქალაქე დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე. მათი უმრავლესობა ასოციალურია და არანაირი ინტერესი ოჯახის, სამუშაოს, მეგობრებისა და ა.შ. მიმართ აღარ გააჩნიათ.

აზარტული თამაშების რეგულირების სახელმწიფო კომისიის მუშაობის პერიოდში შეთანხმდა განსახილველი საკითხების უმრავლესობა. პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ჩართული იყვნენ საქართველოს საპატრიარქო, იუნისეფი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, დარგის ექსპერტები და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები. ქვეყანაში აზარტული თამაშების დასარეგულირებლად მთელი რიგი ეფექტური ზომები განისაზღვრა, თუმცა შემდეგ პროცესი ისევ საეჭვოდ შეჩერდა.

ამჯერად, პრემიერმა გაახმოვანა ახალი ინიციატივა, რომელიც მხოლოდ ონლაინ აზარტული თამაშების შეზღუდვას ეხება და ისიც ნაწილობრივ. ეს ზომები დაგვიანებულია, რადგან ამ პერიოდში ათეულ ათასობით ადამიანი გაკოტრდა და ასობით ახალგაზრდამ სიცოცხლე მოისწრაფა, თუმცა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მისასალმებელია. იმედია პოლიტიკური ნება მყარია საიმისოდ, რომ ხელისუფლებამ ბოლომდე მიიყვანოს დანაპირები და უახლოეს პერიოდში, სრულად და ეფექტურად დაარეგულიროს ეს ე.წ. ბიზნესი, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანისათვის მოაქვს სარგებელი და ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში”, – ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g