LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არას­დროს არა­ფე­რი და­მი­მა­ლავს, ამ სი­ხა­რულ­საც ვერ დავ­მა­ლავ – ეს სა­ჩუ­ქა­რი უდი­დე­სი შვე­ბაა ჩემი ოჯა­ხის­თვის“ – კახა კალაძემ დევი მეზურნიშვილის ოჯახს ბინა გადასცა

158
კალაძე და დევი მეზურნიშვილი

თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის ოჯახს ბინა გა­დას­ცა. ამის შე­სა­ხებ ინფორმაციას თავად მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

როგორც ის Facebook-ზე წერს, ბინა ოჯახს სრუ­ლად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი გა­და­ე­ცე­მა.

„პოს­ტე­ბის წე­რით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, მაგ­რამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მე­კი­თხე­ბა და ჩემ­მა სა­ახ­ლობ­ლო­მაც იცის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი. პი­რა­დად კახა კა­ლა­ძემ სა­ჩუქ­რად გად­მოგ­ვცა მე და ჩემ ოჯახს მშე­ნე­ბა­რე ბინა თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც მალე სრუ­ლი­ად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ჩაგ­ვბარ­დე­ბა.

წლე­ბია მე და ჩემი მე­უღ­ლე ვცხოვ­რობთ ქი­რით თბი­ლის­ში ისეთ პი­რო­ბებ­ში, სა­დაც ბავ­შვე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დით.

ვიდეო: “ადრე ალაზანზეც ვიღაც გადაარჩინა…ვამაყობთ, რომ ასეთი შვილი გავზარდეთ” – დევი მეზურნიშვილის მშობლები

ამა­ზე სა­უ­ბა­რი და წუ­წუ­ნი არას­დროს მი­ფიქ­რია. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღის შემ­დეგ უამ­რავ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ჩამ­წე­რა, მკი­თხეს სად ვცხოვ­რობ­დი და რას ვსაქ­მი­ა­ნობ­დი.

არ და­მი­მა­ლავს და გულ­წრფე­ლად ვუ­პა­სუ­ხე ყვე­ლას. მარ­თა­ლი გი­თხრათ არ ვე­ლო­დი ასეთ სა­ჩუ­ქარს. მინ­და, სწო­რად გა­ი­გოს ყვე­ლამ, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ გა­მი­კე­თე­ბია.

ეს სა­ჩუ­ქა­რი უდი­დე­სი შვე­ბაა ჩემი ოჯა­ხის­თვის. პი­რა­დი შეხ­ვედ­რის დროს ბა­ტონ­მა კახა კა­ლა­ძემ მთხო­ვა არ გა­მეხ­მა­უ­რე­ბია ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ვერ შევ­ძლებ ამ თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბას.

არას­დროს არა­ფე­რი და­მი­მა­ლავს და ამ სი­ხა­რულ­საც ვერ დავ­მა­ლავ. სი­კე­თით გა­დაგ­ვე­ხა­დოს მე თუ არა ჩემს შვი­ლებს მა­ინც.“– წერს მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი.

კალაძე: დევი მეზურნიშვილთან და პატარა ლაზარესთან შეხვედრამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მეგობრებო, ეს ჩემი ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც მერის, არამედ როგორც ოთხი შვილის მამის

ცნო­ბის­თვის, 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში ბავ­შვე­ბი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა.

ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მა­რი­ტა შად­რე­ვან­ში თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ჩა­ვი­და.

მა­რი­ტას გარ­და, და­შა­ვე­ბუ­ლი იყო ორი ბავ­შვი, რო­მელ­თა გა­დარ­ჩე­ნაც მო­ხერ­ხდა და ისი­ნი ორ დღე­ში კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g