LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს დანებდე და აუცილებლად ნახავ, როგორ ნებდებიან სხვები!“ – მარგარეტ ტეტჩერის ცნობილი გამონათქვამები

17879
მარგარეტ ტეტჩერი

„რკინის ლედის“ სახელი მარგარეტ ტეტჩერმა ერთ-ერთი ჟურნალისტის წყალობით შეიძინა, რომელმაც მისი მკაცრი პოლიტიკა გააკრიტიკა, თუმცა, გაბრაზების ნაცვლად, მომავალ პრემიერ-მინისტრის ისე მოეწონა ახალი ზედმეტსახელი, რომ საარჩევნო კამპანიის ლოზუნგადაც სწორედ „ბრიტანეთს რკინის ლედი სჭირდება“ აქცია.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ მარგარეტ ტეტჩერის  ცნობილ ფრაზებს:

მართალია, მამალი ხმამაღლა ყივის, მაგრამ კვერცხს მაინც დედალი დებს.

სახლი – ქალის სამყაროს ცენტრი უნდა იყოს და არა მისი შემზღუდავი საზღვრები.

თუ სულ სხვის გულის მოგებას ცდილობ, მაშინ შეეგუე, რომ ყველგან და ყოველთვის დათმობას გაიძულებენ.

ადამიანი მეტწილად იმაზე შფოთავს, რაც არასდროს მოხდება.

არასდროს თქვა, რომ გაგიმართლა, ყოველთვის დაარწმუნე საკუთარი თავი, რომ ყველაფერი დაიმსახურე.

ეკონომიკური თავისუფლების გარეშე არანაირი თავისუფლება არ არსებობს.

შეუძლებელია გაუგო ყველას, თუ არ მოუსმენე თითოეულს.

გამარჯვების სურვილი ყველას აქვს, თვითონ გამარჯვება – გამოცდილებაზეა დამოკიდებული, ბრძოლის მეთოდებს კი, ყველა საკუთარი ღირსებით ირჩევს.

კარგად თუ შეისწავლი მტერს, შეიძლება ერთ დღეს მეგობრადაც აქციო.

„პატარა“ ადამიანებს ყოველთვის განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს „დიდი“ ადამიანების გაკრიტიკება.

ზოგჯერ ბრძოლის მოსაგებად მისი ორჯერ გამართვაა საჭირო.

ყველაფრის გულღია კეთება – ცუდი იდეაა, გული დახურული უნდა იყოს. ასე უკეთ ფუნქციონირებს.

mazda magti 5g