არასწორად გაჩერებულმა ჯიპმა ამერიკელი ოჯახი სიკვდილს გადაარჩინა. პორტალ „CBS News”-ის ინფორმაციით, შემთხვევა მასაჩუსეტსის შტატში მოხდა. გლენ შარპი დედას ესტუმრა და თავისი Jeep Grand Cherokee ძველი ფიჭვის ქვეშ საკმაოდ დაუდევრად გააჩერა. ცოტა ხანში ძლიერი ქარი ამოვარდა, ხე მოტეხა და რომ არა მის ქვეშ გაჩერებული ავტომობილი, სახლი სერიოზულად დაზიანდებოდა. უფრო მეტიც, ტრამვების გარეშე ვერც შიგნით მყოფნი გადარჩებოდნენ. საქმე ისაა, რომ ოთახში რომელსაც ხე უნდა დაცემოდა რამდენიმე ადამიანს ეძინა და გაქცევას ისინი ვერ შეძლებდნენ.