LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არავითარი გათბობა, მძღოლის მხარეს ფანჯარა უნდა იყოს დაკეტილი” – რა რჩევებს აძლევს გიორგი ფხაკაძე ტაქსის მძღოლებს

1213
befunky-collage-2020-11-20-12-31-24-208249-2020-11-22-06-07-11-913892

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტაქსის მძღოლებისთვის კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს.

“გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მგზავრი შეიძლება იყოს პოტენციურად კოვიდ დადებითი. ამიტომ პირველ რიგში, იფიქრეთ თქვენს თავზე.

  1. არავითარი გათბობა. როცა კლიენტი ზის მანქანაში, გათბობა გამორთეთ.
  2. აუცილებლად შეეცადეთ ადამიანი იჯდეს თქვენს უკან. არავითარ შემთხვევაში თქვენს გვერდით. ეს ძალზეც მნიშვნელოვანია, რომ გადაცემის ნაკლები შანსი იყოს.
  3. თქვენს (მძღოლის) მხარეს  გთხოვთ, ფანჯარა უნდა იყოს დაკეტილი. მოპირდაპირე წინა ფანჯარა კი გააღეთ ანუ ცარიელი ადგილის გვერდით.

ამასთან, ფხაკაძე აცხადებს, რომ პირბადის გარეშე მგზავრი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაისვათ.

“ასევე, აუცილებლად საჭიროა დეზინფექცია, განსაკუთრებულად იქ, სადაც მგზავრი ხელს კიდებდა”- აღნიშნავს ფხაკაძე და დასძენს, რომ მძღოლებს ვირუსის შეჩერების კუთხით დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g