LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც მინდა ფიქრი, რომ ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს მისი ცხოვრება, ვითხოვ ოჯახის წევრი გადამირჩინონ“ – მიხეილ სააკაშვილის ძმა საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს

184
saakaSvilisdzm

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილის თქმით, ოჯახი ითხოვს სასჯელის გადავადებას და არა შეწყალებას. ყოფილი პრეზიდენტის ძმა საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს.

„რატომ მივეცით გონივრული ვადა ხელისუფლებას? რომ შემოვიდეს ოჯახის მდგომარეობაში. აქ საუბარია არა შეწყალებაზე, არამედ სასჯელის გადადებაზე, მერე განსაზღვრონ. მე კი დარწმუნებული ვარ რომ აბსოლუტურად უდანაშაულოა, მაგრამ საქმე მოითხოვს ერთს, რომ გადავიდეს სამკურნალოდ დროებით საზღვარგარეთ.
აღარ არის დრო პოლარიზაციის, უნდა მოხდეს სიტუაციის განმუხტვა. არ შეიძლება ერთი და იგივეს ძახილი, მიშას თემაზე ერთი და იგივეს მოსმენა. უნდა გადავიდეთ ევროპულ აზროვნებაზე, მართლა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ვართ ერი რომელიც აფასებს თავის პრეზიდენტებს. ზვიად გამსახურდია პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც ქართველების ხელით მოიკლა და მესამე პრეზიდენტი, რომლის მოკვლას ისევ ქართველების ხელით ცდილობენ. არც მინდა ფიქრი, რომ ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს მისი ცხოვრება. მე იმედი მაქვს ქართველი ხალხის და ემიგრანტები, ყველას ვთხოვ, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, დაგვიდგნენ გვერდით და გადავარჩინოთ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც მართლა სიმბოლოა ქვეყნის და პატრიოტია. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს ჩვენს გულისტკივილს, აქ საუბარი არანაირად არ არის, აქ არის ადამიანის გადარჩენაზე. ყველა ადამიანი იმსახურებს ცხოვრების უფლებას, მე როგორც ძმა ვალდებული ვარ მაქსიმალური გავაკეთო. დავიწყებ უფრო მასშტაბურად ხალხთან შეხვედრებს, ვეცადოთ გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე. „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გვერდზე დამიდგება, მე მივესალმები ყველა ადამიანს, მაგრამ აქ ლაპარაკია, რომ მე ვითხოვ რომ ოჯახის წევრი გადამირჩინონ, ხალხთან თხოვნა მექნება, გვერდზე დამიდგნენ“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები