LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არჩევანი ხდება მხოლოდ საფეხბურთო კუთხით და შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ.. როცა მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ზივზივაძეს ვათამაშებდი, მაკრიტიკებდნენ, ახლა ყველაფერი პირიქით ხდება“ – ვილი სანიოლი

181
ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ, ევროპის ჩემპიონატზე გასამართ მესამე მატჩამდე ერთი დღით ადრე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

პორტუგალიის ნაკრებთან დაპირისპირებამდე, სანიოლმა საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა და ასევე გამოეხმაურა ქართველი გულშემატკივრების შეფასებებს და კრიტიკას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მისი მისამართით ვრცელდება. Europop-ის ცნობით, ვილი სანიოლი აღნიშნა, რომ „არჩევანი ხდება მხოლოდ საფეხბურთო კუთხით და შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებასაც თავად იღებს.

ბუდუ ზივზივაძე: თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ

„არ მგონია, აქ იმისთვის ვიყოთ, რომ განვლილ მატჩებზე ვისაუბროთ, რადგან ამ შეხვედრებზე უკვე ვისაუბრეთ – ახლა პორტუგალიასთან თამაშზე უნდა ვილაპარაკოთ. რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, გვაქვს რამდენიმე არჩევანი, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი, ვინ ითამაშებს, გადაწყვეტილებებს მხოლოდ საფეხბურთო ფაქტორებიდან გამომდინარე ვიღებ.

6-7 თვის წინ, როდესაც მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ზივზივაძეს ვათამაშებდი, მაკრიტიკებდნენ, ახლა კი, ყველაფერი პირიქით ხდება. არჩევანი ხდება მხოლოდ საფეხბურთო კუთხით და შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ“, – თქვა ვილი სანიოლმა.

„ბუდუ მზად არის და ყოველ თამაშზე ელოდება, რომ გამოიყენებს სანიოლი.. შაი ძალიან ჩართულია, იმ საშინელ წვიმაშიც კი არ გაჩერებულა და მოედანზე მამის გამოსვლას ელოდა“ – რას ამბობს ბუდუ ზივზივაძის მამა

magti 5g