„სამართლიანი არჩვნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ახალი საარჩევნო კოდექსის გაკრიტიკებას, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ „არჩევნები ყოველ ჯერზე ხდება უკეთესი და ეს არ არის მხოლოდ მისი სიტყვები, რადგან ასე აფასებენ საერთაშორისო პარტნიორებიც“.
მაჭარაშვილის განმარტებით, „არ არსებობს სახელმწიფო, სადაც არ აქვთ იმის სურვილი, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს“.
„საქართველოშიც გვაქვს იმის სურვილი და პრაქტიკაშიც ვახორციელებთ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, არასამთავრობო სექტორთან ერთად გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო. არჩევნები ყოველ ჯერზე ხდება უკეთესი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი სიტყვები, ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის. ამერიკის ელჩის სიტყვები და ასევე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისაც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.