“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ 10-ზე მეტ რაიონში მეორე ტური დაინიშნება.
“ეს არ იქნება რაიონების ნახევარი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს 10-15, მე ზუსტი მონაცემი არ ვიცი, მაგრამ ეს არ იქნება 2 და 3 და არც, ვთქვათ, 30. ეს შეიძლება 10-ზე მეტიც იყოს, მაგრამ არ იქნება 20-ზე მეტი.
თბილისს რაც შეეხება – თბილისში ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით არის 51%-ზე ცოტა მეტი, 3%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით,”- აცხადებს მდინარაძე.
