თბილისის საკონცერტო დარბაზში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ერისიონი” განახლებული პროგრამა წარმოადგინა, რომელიც ცნობილი ლოტბარის, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის ხსოვნას მიეძღვნა. კონცერტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერისა და ცეკვის განახლებული პროგრამა,,ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმანდი ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ეკა ჭკუასელმა შექმნეს.

,,ლეგენდა თამარზე” , ,,ქართული ლეგენდა”, ,,ქართული ქარიშხალი” და “ქართული საგანძური”

– ამ პროგრამებით ანსამბლმა ბოლო ათწლეულების მანძილზე მსოფლიო განაცვიფრა და აალაპარაკა. მათ შექმნასა და მსოფლიო ასპარეზზე გატანაში დიდი წვლილი შეიტანეს ჯემალ ჭკუასელმა და რევაზ ჭოხონელიძემ.

,,ერისიონის” კონცერტები ქ. თბილისის მერიის და ფონდის ,,ქართული გალობა” მხარდაჭერით გაიმართა.

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები