LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბრწყინვალე ადამიანი იყო მუდამ კეთილგანწყობილი ღიმილით, მასთან ყველას უხაროდა შეხვედრა” – კომპოზიტორ ირაკლი გიგაურის შემოქმედებითი საღამო ,,არ დაიდარდოში”

147
gigauridueti119

5 ნოემბერს ,,არ დაიდარდოს” გადაცემაში “რადიო დუეტი თაკოსთან ერთად”, რომელიც კომპოზიტორს ირაკლი გიგაურს მიეძღვნა, მისი მეგობრებმა ჯემალ სეფიაშვილმა, ნუგზარ კვაშალმა, ვაჟა გიგაურმა და რეზო ასათიანმა სწორედ მის სიმღერებსა და მრავალფეროვან შემოქმედებაზე ისაუბრეს.

ირაკლი გიგაური 1937 წლის 5 ნოემბერს დაიბადა ქალაქ ხაშურში. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ნიჭიერთა ათწლედის დასრულების შემდეგ ბატონმა ირაკლიმ კონსერვატორიაში ჩააბარა სასულე განყოფილებაზე, ტრომბონის კლასში. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე და კინოსტუდია “ქართული ფილმის” მუსიკალურ განყოფილებაში ხმის რეჟისორად. მიღებული აქვს და მრავალი ჯილდო და პრემია, სოხუმის ტელევიზიის გახსნისა და პირველი ტრანსლაციისთვის. 1976-1980 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ანსამბლებთან საკონცერტო პროგრამებზე. გასტროლებით იმოგზაურა 114 ქვეყანაში, მისი ავტორობით შეიქმნა მრავალი საესტრადო სიმღერა, რამდენიმე ნაწარმოები სიმფონიური ორკესტრისთვის და მუსიკა მულტიპლიკაციური ფილმისთვის “გოგონა და ბატი”.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები