LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,როდესაც მამა გარდაიცვალა, დავიწყე მისი სურვილის შეესრულება და გავასაჯაროვე სიმღერები” – მიშიკო რამიშვილი

203
mishiko-ramishvili-gvino20

რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემაში „ღვინო, დუდუკი, ქალები“ მიშიკო რამიშვილი ესტუმრა. მომღერალმა რადიოს მსმენელისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა. გადაცემაში მომღერლის ახალი სიმღერის ,,სიო ფოთლებს აცახცახებს” პრემიერა შედგა.
მოგვიყევი შენს შემოქმედებაზე, შენს პირველ სიმღერაზე…

თქვენთან მოსვლა ელექსირია, სიმშვიდის და კარგი განწყობის, ამიტომ ყოველი აქ მოსვლა მახარებს და მიყვარს. 3 წლის ასაკიდან დავიწყე გიტარაზე დაკვრა, პედაგოგობა საკუთარ თავზე მამამ აიღო, შემდეგ დაახლოებით მე-5 კლასში ვიყავი, როდესაც დავწერე პირველი სიმღერა დედაზე. იმ პერიოდში ვსწავლობდით ცნობილი პოეტების ლექსებს, ერთ-ერთი ლექსი ქალბატონი ნაზი კილასონიასი გახლდათ, რომელიც გვქონდა სასწავლი, ღამით რაღაც ძალამ წამომაყენა მივედი პიანინოსთან და ამ ლექსზე დავწერე მელოდია და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ჩემს სიმღერებს ყოველთვის ჩემთვის ვინახავდი და არ ვასაჯაროვებდი, ამის გამო მამა (ოთარ რამიშვილი) სულ მსაყვედურობდა. როდესაც მამა გარდაიცვალა, დავიწყე მისი სურვილის შეესრულება და გავასაჯაროვე სიმღერები.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები