LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავიკელი 75 კილოგრამი და გეგმაშია კიდევ 25 კილოს დაკლება – გიორგი შალვაშვილი

27
giorgi shavlashvili

„რადიო დუეტის” სტუმარი მომღერალი გიორგი შალვაშვილი იყო. ის გადაცემას ახალი სიმღერის პრემიერით და სიახლეებით ესტუმრა, როგორც აღმოჩნდა მომღერალს ახალი ბენდი ჰყავს და უახლოეს მომავალში ორ სოლო კონცერტს გეგმავს.

რა სიახლეებია შენთან?

რიტმებს მოვუმატე, ავცეკვდი, სტილიც შეიცვალა ნაწილობრივ. მყავს ბენდი, ვაკეთებთ პროექტს, კონცერტისთვის ვემზადებით, ერთი მაისის ბოლოს არტ ჰოლში” გაიმართება, მეორე კი ფილარმონიაში შემოდგომაზე. გარდა ამისა დავიკელი 75 კილოგრამი და გეგმაშია კიდევ 25 კილოს დაკლება. ასევე ვთამაშობ სპექტაკლში კაცია ადამიანი”, ლუარსაბის როლს ვასრულებ და ძალიან მიხარია, რომ მუცელი და გვერდები იკერება ჩემთვის იმიტომ რომ აღარ ვარ მსუქანი.

რამდენჯერმე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ რომ გარდაიცვალე, გაირკვა ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია?

სამჯერ გავრცელდა ეს ინფორმაცია, არადა მე უბრალოდ მეძინა 48 საათი. არ გარკვეულა ვინ გაავრცელა, არ ვიცი, ფაქტია რომ არაფერი მჭირს.

რას გეგმავ უახლოეს მომავალში?

27 აპრილს მე, ლოლა წერეთელს და შალვა მორელის  სალონიკში გვაქვს კონცერტი, იქ გვხვდება დიჯეი გოგა და სოფი კანდელაკი ორგანიზატორები. ასე იწყება ჩემი საგაზაფხულო გასტროლები, შემდეგ უკვე დაიწყება ჩემი მეთოთხმეტე გასტროლი იტალიაში.  მინდა აღვნიშნო, რომ მე აქაურობა მიყვარს, ჩემი სამშობლო, ვერცერთ ქვეყანას ვერ მოვერგე, როგორც კი დაფრინდება თვითმფრინავი უცხო მიწაზე, უკვე უკან მინდა გამომგზავრება. მეტსაც გეტყვი, პატარძეულში გადავედი საცხოვრებლად და ყოველდღე იქიდან დავდივარ, 93 წლის პაპა მყავს და მინდა მასთან  გავატარო დრო.

როდის შეიქმნა ახალი სიმღერა, რომელსაც დღეს გავაცნობთ მსმენელს?

უთბილისოდ რა იქნება” ძალიან დიდი ხნის წინ შეიქმნა, მაგრამ მხოლოდ ახლა იხილა დღის სინათლე. დამზადდა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში, ჩაიწერა ”ზ სტუდიაში”.

წარმატებას გისურვებ, მადლობა სტუმრობისთვის…

 

გიორგი შალვაშვილი – უთბილისოდ რა იქნება

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გიორგი შალვაშვილი – ვაგიფი. Live

 

გიორგი შალვაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები