„უკრაინის ჯარი რუსეთის პოზიციებზე აქტიური კონტრშეტევისთვის მზად მას შემდეგ იქნება, რაც პარტნიორებისგან მძიმე შეიარაღების საკმაო მოცულობას მიიღებს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებისთვის მოხდება.
„ეს პუტინისთვის ძალიან მძიმე განაჩენია” - რა არის „ლენდ-ლიზი“ და რას შეცვლის რუსეთ-უკრაინის ომში
“წარმოუდგენელია, რუსეთის სამხედრო მანქანამ გაუძლოს ამერიკის „ლენდ ლიზს“ - მუხტი, თუ რა განაჩენი გამოუტანეს მას, ყველაზე კარგად იკითხებოდა პუტინის სახეზე 9 მაისის აღლუმზე“ - ხათუნა ლაგაზიძე
როგორც არესტოვიჩმა თქვა, უკრაინა იარაღს მიიღებს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან „ლენდ-ლიზის“ პროგრამით, არამედ სხვა სახელმწიფოებისგანაც.
„ლენ-ლიზი“ მხოლოდ ერთი წყაროა. გერმანელებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები უკვე გადიან სწავლებას მათ ჰაუბიცებზე – Panzerhaubitze 2000. ძალიან კარგი და ხარისხიანი იარაღია. პირველი სერიოზული იარაღი, სერიოზული რაოდენობით, ვფიქრობ ივლისზე ადრე არ ჩამოვა.“– განაცხადა არესტოვიჩმა.
ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ამ თვეში, მაგრამ წელს შეგვიძლია: მიხაილო პოდოლიაკი