LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდე ,,ოქროს გლობუსის” ნომინანტთა შორის მეორედ მოხვდა – დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია

158
photo-collage.png (12)

11 იანვარს, ,,ოქროს გლობუსის 83-ე დაჯილდოება” გაიმართება. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ მომავალი დაჯილდოების ნომინანტები დაასახელა.

დაჯილდოების ნომინაციებს ,,ბრძოლის შემდეგ ბრძოლა” (One Battle After Another) ლიდერობს. ფილმს 9 ნომინაცია მიენიჭა. კინოსურათში, რომლის რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონია მთავარ როლებს, ლეონდარდო დიკაპრიო და შონ პენი ასრულებენ.

დაჯილდოებაზე 5 ნომინაციითაა წარდგენილი ,,ალქაჯი: ნაწილი ორი” (Wicked: For Good).

პრემიის კინოს კატეგორიიდან სურათში მონაწილეობისთვის, არიანა გრანდეს ნომინაცია – ,,ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში” მეორედ მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ წელს ის დაჯილდოებაზე პირველად წარადგინეს იმავე როლისთვის, რომლისთაც მომავალი წლის ნომინანტთა შორის კვლავ მოხვდა. ამ მხრივ, გრანდე და ფილმში მისი პარტნიორი, სინტია ერივო გახდნენ პირველი მსახიობები, რომელთაც ერთი და იმავე როლისთვის ნომინაცია ორჯერ მიიღეს.

2026 წლის ,,ოქროს გლობუსის” ნომინანტთა სრული სია იხილეთ აქ.

,,ოქროს გლობუსი” 31-ე Critics’ Choice Awards-ის შემდეგ, 2026 წლის დაჯილდოებების სეზონის მეორე მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება. ის პრესტიჟული კინო და სატელევიზიო მოვლენაა და ,,ოსკარების” გენერალურ რეპეტიციადაა აღიარებული.

მომავალი წლის ,,ოსკარების” გამართვისა და ნომინანტთა გამოცხადების თარიღები ცნობილია – დაჯილდოებას კონან ო’ბრაიანი წაიყვანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები