LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: არიანა გრანდეს ახალ სინგლზე კლიპი მისი საყვარელი ფილმის შთაგონებით შეიქმნა

196
82191497-0-image-a-13_1709863190314

8 მარტს, არიანა გრანდემ მეშვიდე სტუდიური ალბომი – Eternal Sunshine გამოუშვა. ამერიკელი მომღერალი ახალ დისკში ბოლო დროს მის გარშემო განვითარებულ გახმაურებულ მოვლენებს ეხმიანება და პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებების შესახებ მღერის.

აღსანიშნავია, რომ ფირფიტის სახელწოდება 30 წლის არტისტის საყვარელ ფილმს – Eternal Sunshine of the Spotless Mind ეფუძნება, რასაც მან ხაზი კრებულის მეორე სინგლის კლიპშიც გაუსვა.

სიმღერის – We Can’t Be Friends (Wait for Your Love) ვიდეო 2004 წლის კინოსურათის სიუჟეტს იმეორებს.

მიშელ გონდრის რომანტიკულ სამეცნიერო ფანტასტიკაში, მთავარი გმირები, რომელთაც ჯიმ კერი და კეიტ უინსლეტი განასახიერებენ, საკუთარი მეხსიერებიდან ერთმანეთის შესახებ მოგონებებს შლიან.

კრისტიან ბრესლაუერის გადაღებულ მუსიკალურ რგოლში, ახალგაზრდა მუსიკოსს პარტნიორობას მსახიობი, ევან პიტერსი უწევს.

ცნობისთვის, 10 მარტს ახალ ლონგფლეის მინი დელუქს გამოცემაც მოჰყვა, რომელშიც სტანდარტული ჩანაწერიდან ოთხი სიმღერის განსხვავებული ვერსია, მათ შორის დუეტები მერაია ქერისთან და ტროი სივანთან, შედის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები