LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ამბავი, რომელიც ჩემთვის პირველ ადგილზე დგას“ – როგორი ბიჭი ვერ იქნება ნუცა თოფურიას გვერდით

813
ნუცა თოფურია

ნუცა თოფურია  mere.pdcst-ის  სტუმარი იყო. ერთ-ერთ მონაკვეთში ნუცა საუბრობს იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც მისი რჩეული უნდა აკმაყოფილებდეს.

„ცხოვრების მანძილზე რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟის ბიჭები მომწონებია. გარეგნულად, საქმით, თვისებებით, ფასეულობებით საერთოდ სხვადასხვები ყოფილან…

მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ამბავი, რომელიც ჩემთვის პირველ ადგილზე დგას. ადამიანს, რომელიც ჩემს გვერდით იქნება, არ უნდა უქმნიდეს დისკომფორტს ჩემი პროფესია, ჩემი გადატვირთულობა და ჩემი სირბილი სხვადასხვა ადგილას. ეს თუ მას ოდნავ მაინც დისკომფორტს უქმნის, ვერ მოხდება ჩვენი ურთიერთობა“, – ამბობს ნუცა თოფურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g