LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არის მაღალი ნდობა ლარის მიმართ და ეს ნდობა სრულიად საფუძვლიანია… ყოველთვის დავიცავთ ფინანსურ სტაბილურობას“ – ნათია თურნავა

176
ნათია თურნავა

„ბოლო პერიოდში დეპოზიტების, დანაზოგების მიმართულებით ლარის მიმართ ნდობა საკმაოდ გაიზარდა“ – აღნიშნული განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გააკეთა.

მისივე თქმით, ბოლო 2 თვეში, პირველად ისტორიაში, დეპოზიტების 50%-ზე მეტი ლარშია დენომინირებული:

„მთელი ჩვენი დანაზოგების, რაც ჩვენს ბანკებშია განთავსებული, 50%-ზე მეტი დენომინირებულია ლარში. ეს ისევ და ისევ იმას ნიშნავს, რომ არის მაღალი ნდობა ლარის მიმართ და ეს ნდობა სრულიად საფუძვლიანია“ – განაცხადა თურნავამ.

თურნავას განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული აჟიოტაჟი დროებითია და მალე მოიხსნება.

„რუსულმა კანონმა“ ლარის კურსზე მძიმედ იმოქმედა… ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ცდილობს, დემაგოგიური განცხადებებით გადაეფაროს მთავრობას და ლარის გაუფასურება ერთჯერადი მოთხოვნის ზრდით ახსნას“ – რომან გოცირიძე

„ჩვენი რეზერვები არის საკმარისი იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის განახორციელოს გარკვეული ჩარევა და ვითარება სტაბილური გახადოს. რეზერვებიდან მოემსახუროს ჩვენს საგარეო ვალებს და ყველა ის აუცილებელი ფუნქცია, რაც რეზერვებს ეკისრება, შესრულდეს. არაფერი ამ კუთხით ჩვენ არ გვემუქრება. ამ ანალიზს ჩვენ ვაწარმოებთ და ყოველთვის დავიცავთ ფინანსურ სტაბილურობას. ეს არის ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულება.

ამ კუთხით ყველას რომ ჰქონდეს სწორი მოლოდინი ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე, არანაირი სერიოზული ფუნდამენტური ფაქტორი არ ჩანს, რომელიც გრძელ ვადაში გააუარესებდა მოლოდინებს ლარის კურსთან დაკავშირებით და ასევე, სავალუტო შემოდინებები ჩვენს ბაზარზე მხოლოდ და მხოლოდ დამაიმედებელ სურათს გვაძლევს. რაც შეეხება დროებით აჟიოტაჟს, ეს მოიხსნება. ყველა დაინახავს, რომ ამ განცხადებებს არავითარი საფუძველი არ აქვს“ – განაცხადა თურნავამ „იმედის“ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები