LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არნახული წარმატება: გუნდური პირველობა და 8 მედალი ევროპაში

56

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტრიუმფალურ შედეგს მიაღწია, სოსო ჯაბიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა რვავე წონით კატეგორიაში შეძლო მედლის მოპოვება და გუნდურ პირველი ადგილი დაიკავა

წინა დღის მსგავსად ქართველმა ფალავნებმა დღესაც 4 მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა მძიმეწონოსანი ახალგაზდა ლომად წოდებული ზვიად პატარიძე, ვერცხლის მედალს გიორგი კურტანიძე (66) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ნუგზარ წურწუმიამ (55) და თემურ ჭკუასელიძემ (84) მოიპოვეს.

პატარიძემ ფინალში რუსეთის წარმომადგენელი გიორგი გაჯინოვი 1:08 წუთში 8-0 გაანადგურა, საფინალო გზაზე ქართველმა მძიმეწონოსანმა აშკარა უპირატესობით დაამარცხა თურქი იაკუბ იერლიკაია 8-0 და აზერბაიჯანელ ტეჰრან ამინზადე 10-0, ნახევარფინალში კი უნგრელ ისტვან ვერეის 7-1 მოუგო.

კურტანიძემ ფინალამდე კგერმანელ არტურ ტატარინოვს 6-6, ჩეხ იაკუბ ბიელესს 10-1 და ნახევარფინალში რუს სერგეი სტეპანოვს 2 ოთხ ქულიანი გდების წყალობით წმინდად მოუგო. ფინალში კი უკრაინის წარმომადგენელ ფავრიზ ნასივოვთან დათმო 0-4 და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედლებისათვის შეხვედრაში ნუგზარ წურწუმიამ (55) პირველივე პერიოდში 8-0 დაამარცხა რუმინელი რაზვან არნაუტი, თემურ ჭკუასელიძემ (84) აზერაიჯანელ ტურჯაი ვარზინზადეს 15-8 მოუგო.

შეგახსენებთ რომ წინა დღეს ევროპის ჩემპიონები რამაზ სილაგავა (50) და ლერი აბულაძე (60) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები ბექა მამუკაშვილმა (74) და გიორგი ბარბაქაძემ (96) მოიპოვეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ყველას აჯობა და 71 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 68 ქულით, მესამეზე თურქეთი 51.

 

მთავარი მწვრთნელი: სოსო ჯაბიძე
უფროსი მწვრთნელები: გიორგი ავაზიშვილი, თამაზ გოგელია, გიორგი ჯობავა, აკაკი ჯოხაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g