არნოლდ შვარცენეგერს ხუთი შვილი ჰყავს, სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი. მისი ვაჟებიდან ერთ-ერთი, კრისტოფერი ჭარბ წონას 2020 წლიდან ებრძვის და მედიაში უკვე არაერთხელ გავრცელდა მისი ტრანსფორმაციის ფოტოები.
დაუჯერებელი ტრანსფორმაცია – არნოლდ შვარცნეგერის ვაჟს ვეღარ იცნობთ
ამჯერად შვარცენეგერის ქალიშვილმა, კეტრინმა „ინსტაგრამზე“ ოჯახური ფოტო გაავრცელა. საზოგადოების ყურადღება სწორედ მისი უმცროსი ძმის, კრისტოფერის ვიზუალმა მიიპყრო.
27 წლის კრისტოფერი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და წონაში კიდევ უფრო მეტად დაიკლო. გამოიყენა თუ არა მანაც ჰოლივუდში, უკვე ფართოდ გავრცელებული გასახდომი პრეპარატი, „ოზემპიკი“, უცნობია.
„მამის ასლი“ – არნოლდ შვარცენეგერის 25 წლის ვაჟის, ჯოზეფის ცხელი ფოტოები




