LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არქიმანდრიტმა კირიონი: პირველივე დღიდან, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო დავით-გარეჯის საქმეს, ის გაოგნებული იყო, ვერ დაიჯერა, რომ ამხელა დანაშაულია ჩადენილი სახელმწიფოს წინააღმდეგ

159
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

პირველივე დღიდან, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო დავით-გარეჯის საქმეს, ის გაოგნებული იყო: ვერ დაიჯერა, რომ ამხელა დანაშაულია ჩადენილი სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვინც საქმეს აკეთებს, იმის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს.

„პირველივე დღიდან, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო დავით-გარეჯის საქმეს, ის გაოგნებული იყო: ვერ დაიჯერა, რომ ამხელა დანაშაულია ჩადენილი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მან დაავალა კრიზისების მართვას გამოკვლევა და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ჩართულია ამ საქმეში და პულსზე ხელი უდევს. ჩემი იმედი ეს არის – ვიცი ამ ადამიანის განწყობა და დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ. მე უკვე აღარ ვარ აქტიური დღეს, რადგან სახელმწიფო და კომპეტენციის მქონე ხალხია ჩარეული, მიხედავენ ამ საქმეს და ჩემს ქვეყანას ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება, რადგან საიმედო ხელშია. მე ვიყავი აქტიური მაშინ, როდესაც საფრთხეს ვხედავდი, როცა ვერ ვხედავ საფრთხეს, არ არის ჩემი ადგილი“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.

 

არქიმანდრიტი კირიონი: ქვეყანა კარგავს 3500 ჰექტარ ტერიტორიას, რადგან ივერი მელაშვილმა საზღვარი არ გაავლო 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g