ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
დამატებითი დეტალები უცნობია.
„ფორტუნა“ ინფორმაციის მოპოვებას შსს-ში ცდილობს.