LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასაკოვან მარტოხელა გერმანელებს ძაღლის აყვანაში დაეხმარებიან

137
Capture

ასაკოვან მარტოხელა ადამიანებს გერმანიაში ძაღლის მოვლა-პატრონობაში დაეხმარებიან. საინტერესო ინიციატივით ადგილობრივი საქველმოქმედო ფონდი გამოვიდა.
მოხალისეები მსურველებს თავშესაფარში სასურველ ცხოველს შეარჩევინებენ, ერთადერთი რაც მათ მოეთხოვებათ ძაღლის ყოლის სურვილია. შემდეგ ფონდი გადაიხდის ყველა ხარჯს, იქნება ეს საკვები თუ სხვა ინვენტარი. საჭიროების შემთხვევაში უფასო ვეტერინარულ დახმარებასაც დააორგანიზებენ.

ფონდში აღნიშნავენ, რომ ასაკოვანი ადამიანები თავს მარტოსულად ძალიან ხშირად გრძნობენ, ამასობაში კი ბევრი ცხოველი სახლს ეძებს. ცხოველის აყვანა ადამიანს სახლიდან უფრო ხშირად გასვლის მოტივაციას მისცემს და მეგობრების გაჩენის შესაძლებლობაც მეტი იქნება. გარდა ამისა, შინაური ცხოველები სტრესის დონეს ამცირებენ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ევროპაში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს და ევროკავშირმაც პრობლემის მოგვარება დაიწყო. მაგალითად, ბერლინში მარტოსულების სპეციალისტიც ამუშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები