LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასაკში ვარ, ასე რომ შესაძლოა კორონავირუსმა მეც მომკლას“ – ბრაიან მეი

155
dcx-78722294-20200212173223

გასულ თვეს, ლეგენდარული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ ბრიტანეთის ხელისუფლება გააკრიტიკა და ქვეყნის პრემიერ მინისტრს, ბორის ჯონსოსნს, ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევების წაკითხვაც კი ურჩია.

„ჩვენმა ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა" - ბრაინ მეიმ  კორონავირუსთან დაკავშირებით ბრიტანეთის ხელისუფლება გააკრიტიკა

„ეს შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება იყოს, რაც კი ოდესმე სოციალურ ქსელებში გამიკეთებია"

სულ რამდენიმე დღის წინ კი, არტისტი სატელევიზიო გადაცემაში ITV News იყო მიწვეული. მან კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიო ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება.

„ბევრი ადამიანი იღუპება, ასაკში ვარ, შესაძლოა კორონავირუსმა მეც მომკლას. მეც დეპრესიული ვარ, თვითიზოლაციაში ყოფნა თავიდან ძალიან გამიჭირდა. შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ამაში რაღაც დადებითიც არის, ადამიანები უფრო კრეატიულები გახდნენ. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, გვემახსოვრება, რომ სახლიდან მუშაობა შეგვიძლია. შეგვიძლია მანქანებისა და თვითმფრინავების ნაკლებად გამოყენება“ – განაცხადა ლეგენდარულმა მუსიკალურმა არტისტმა, რომელიც ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On და ა.შ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები