LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე როგორ „აბოლებთ“ პაციენტებს, უსარგებლო კვლევებს რომ უნიშნავთ ზოგჯერ 500, 1000 და 2000 ლარის ღირებულებისას და შემდეგ ამავე ღირებულების არაფრის მაქნის „fake“ წამლებს უნიშნავთ…“ – ზაზა თელია ექიმთა ნაწილს მიმართავს

2714
ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ზოგიერთი ექიმის მიერ, პაციენტებისთვის დანიშნულ უსარგებლო კვლევებზე საუბრობს, რომლის ღირებულება 500, ზოგჯერ კი ათასი და 2 ათასი ლარის ღირებულებას უტოლდება. 

ზაზა თელიას აინტერესებს, „რა ფენომენთან გვაქვს საქმე“.

„აი ერთი ფენომენი ვერ გამირკვევია

სტატისტიკურად მაგალითად ვინც ჩვენთან კლინიკაში რეკავს ან ფეისბუქზე გვწერს ჩაწერასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ერთ-ერთი შეკითხვა კონსულტაციის ღირებულებას ეხება, ანუ მოსახლეობას უჭირს, ანუ 120 ლარი კონსულტაციის ღირებულება ანუ 44 დოლარი ეძვირებათ, იმიტომ რომ ერი გაჭირვებულია….

ხოდაა ვერ გამიგია, ასე როგორ „აბოლებთ“ პაციენტებს, რომ არაფრისთვის საჭირო, არაფრის მაქნის და უსარგებლო კვლევებს უნიშნავთ ზოგჯერ 500 ლარის, ზოგჯერ 1000 ლარის და ზოგჯერ 2000 ლარის ღირებულების… და შემდეგ ამავე ღირებულების არაფრის მაქნის „fake“ წამლებს უნიშნავთ… რა ფენომენთან გვაქვს საქმე“, – წერს ზაზა თელია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g