LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასეთი ბედნიერი და გაცინებული ბოლოს თბილისში მყავდა ნანახი” – ანიტას ქართველი ემიგრანტები ესტუმრნენ

1066
77341445-546031046216179-277080623871426560-n

ორი წლის ანიტა ფაცაციას ამბავი მთელმა საქართველომ იცის, მას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოფატია რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა. ანიტა დედასთან ერთად ავსტრიის ერთ-ერთ თავშესაფარში იმყოფება.

უსახსრობის გამო ანიტას ექიმებმა საავადმყოფო დაატოვებინეს (ვიდეო)

„მომწერეს, რომ საკუთარი ფინანსებით 30 000 ლარს ურიცხავს ჩემს ოჯახს” – ანიტას დედა კალაძეს საჯაროდ მადლობას უხდის

მარიკო სადრაძე ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ამ ეტაპზე ვიმყოფებით ავსტრიაში, ქალაქ გრაცის საავადმყოფოს რეანიმაციაში. აქ შემოვედით ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გაგვიმართლა, რომ შეგვხვდნენ ძალიან გულისხმიერი ექიმები, რომლებიც გულწრფელად შეწუხდნენ ანიტას მდგომარეობით და შეუტიეს აგრესიული თერაპიით. ამ მკურნალობამ ბავშვი კლინიკურად უკეთესობისკენ წამოიყვანა. ასეთი ბედნიერი და გაცინებული ანიტა ბოლოს თბილისში მყავდა ნანახი. გვესტუმრნენ აქაური ქართველები. მოუტანეს უამრავი სათამაშო და კიდევ უფრო გაახარეს ქალბატონი.

ეხოსკოპიის მონაცემები იგივეა, გაუმჯობესება არ აქვს, მაგრამ თვითონ ბავშვი აშკარად უკეთესად გრძნობს თავს. ჩვენთვის ესეც დიდი ბედნიერებაა ამ ეტაპზე. მადლობა, რომ ასე შეგვიყვარეთ, მადლობა რომ ჩვენ გვერდით ხართ. უკვე მშვიდად ვარ და ვიცი ძლიერი ძალა დგას ჩემს ზურგს უკან.აღარ ვარ ის გულგახეთქილი და შეშინებული დედა, როგორიც თავიდან გამიცანით. თქვენი წყალობით, იმედიანად და შემართებით ვართ. მიყვარხართ.

პ.ს. აქამდე მეგონა ვერ გაიგებდა, მაგრამ გუშინ ვცადე და ვაყურებინე პატარების ვიდეოები, სადაც ანიტას მიმართავენ და გამოჯანმრთელებას უსურვებენ. გაგიჟდა სიხარულით. პირზე იფარებდა ხელებს და მორცხვად იცინოდა. რამდენჯერმე ახვევდა თითოეულ ვიდეოს. მადლობა თქვენ, უსაყვარლესო პატარებო “, – წერს მარიკო სადრაძე.

 

“გაზიარებასთან ერთად, იქნებ სულ ცოტა გადავრიცხოთ ყველამ.ერთი წამით წარმოიდგინეთ რა გადაიატანა ოჯახმა”

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

#GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

თბს ანგარიში:

#GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g