“არ მჯერა, რომ ვირუსი ღამურიდან ადამიანს გადაეცა და ამ მომენტში იქცა ერთ-ერთ ყველაზე გადამდებ ვირუსად კაცობრიობის ისტორიაში”,-ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
რობერტ რედფილდი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.
“ეს ჩემი მოსაზრებაა, არ მჯერა, რომ ვირუსი ღამურიდან ადამიანს გადაეცა და ამ მომენტში იქცა ერთ-ერთ ყველაზე გადამდებ ვირუსად კაცობრიობის ისტორიაში. ჯერ კიდევ ვვარაუდობ, რომ ყველაზე რეალური თეორიაა, რომ ის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ჩვეულებრივ, ბუნებრივ პირობებში ვირუსს გარკვეული დრო სჭირდება, რათა ის ეფექტურად გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს. ჩემი ვარაუდით კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის შემოდგომიდან გავრცელდა”,- აცხადებს რობერტ რედფილდი.