LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ განაგრძობს თანამშრომლობას და მათი მხრიდან არანაირი სანქციები და შეზღუდვები არ იქნება: ლადო ბოჟაძე

75
--2021-02-19-22-46-34-903475

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამერიკისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და მისი სიტყვებით აშშ კვლავ გააგრძელებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭრას რეგიონში.

„მოვისმინეთ, რომ აშშ აღიქვამს საქართველოს ხელისუფლებას ევროატლანტიკური სტრატეგიის ერთგულად. აღინიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა ეს სტრატეგია გრძელდება.

ასევე გამოთქვა შენიშვნები, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია. მართლმსაჯულების სისტემა საჭიროებს კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ასევე საარჩევნო რეფორმა. ყველაზე მნიშვენლოვანი იყო სწორედ ის, რომ ღიად ითქვა ეუთოს დასკვნა, რომლის თანახმად 2020 წელს ჩატარებული არჩევნები იყო ლეგიტიმური.

აშშ კვლავ განაგრძობს თანამშრომლობას და არანაირი სანქციები და შეზღუდვები არ იქნება. პირობაც კი იმისა, რომ ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ ამერიკისგან შეიძლება რამის გამო შეჩერდეს არ მოგვისმენია”,-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პროცესში ამერიკა და ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგანან და მხარდაჭერას უცხადებენ.

“ითქვა, რომ პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ვხედავთ ამერიკის და ევროკავშირის სერიოზულ აქტივობას იმისთვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესი შეიცვალოს“,-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

mazda magti 5g