LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ელჩი: ილჰამ ალიევის განცხადება იმედისმომცემი იყო, საქართველოს მედიატორის როლი წარსულშიც შეუსრულებია

59
Untitled design (5)

საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ეხმიანება.

ალიევის მთავარი გზავნილები: „ვგეგმავთ ელექტროენერგიის მსოფლიო ბაზარზე გატანას, მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოზე“

კელი დეგნანმა შეაფასა ილჰამ ალიევის დღევანდელი განცხადება – „გვაქვს საშუალება, კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი“ – და აღნიშნა, რომ ეს იმედისმომცემია:

„ყოველთვის ძალიან პოზიტიური და დადებითია, როდესაც რეგიონის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც მედიატორის როლს, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, ერთი წლის წინ, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემდგომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველომ როლი შეასრულა, როდესაც დაკავებულები გათავისუფლდნენ და ეს იყო წარმატებული ისტორია იყო საქართველოს, როგორც მედიატორის ამ პროცესში.

თუმცა, გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვადასხვა სფერო, რაშიც შეიძლება თანამშრომლობა და უფრო მეტი საუბარი ამ ქვეყნებს შორის, ეს იქნება ენერგეტიკა, ეკონომიკა თუ სხვა სფერო, რაც შეიძლება, ამ ურთიერთთანამშრომლობით გაუმჯობესდეს.

ალიევის განცხადება იყო ძალიან დადებითი, იმედისმომცემი, საქართველოს ეს როლი წარსულშიც შეუსრულებია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო.

ილჰამ ალიევის დახვედრის ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მოგვიანებით კი ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „შატო მუხრანში“ შეხვდა.

ღარიბაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g