LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო: „ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“

171
აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ.

იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის საელჩოს განცხადება პარტია “ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაციის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g