LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

151
BeFunky-collage (1)

აშშ-ის სენატმა მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, სადაც უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებაა გათვალისწინებული.

„როიტერის“ ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი წავიდა.

კანონპროექტი შეიცავს 772 მილიარდ დოლარს საშინაო პროგრამებისთვის, 858 მილიარდს თავდაცვასთვის და მოხმარდება ფედერალური უწყებების დაფინანსებას.

ბიუჯეტი სულ 1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ახლა ის დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი მას ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.

სენატმა დაამტკიცა “რესპუბლიკელი” სენატორის, ლინდსი გრეჰემის მიერ შეთავაზებული ცვლილება რუსი ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევისა და უკრაინის სასარგებლოდ გადაცემის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g