ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულად აცრილ პირებს პირბადეების ტარება აღარ ესაჭიროებათ. ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ნანა საჯაიამ, რომელიც აშშ-ში Fox news-ის ჟურნალისტია სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი ინფორმაციის თანახმად, ჯამში ვაქცინის 266 მილიონზე მეტი დოზაა ადმინისტრირებული.
ცნობისთვის, ამერიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან წელიწადი და 2 თვე გავიდა.