LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა ბრიტანეთს ჯულიან ასანჟის ექსტრადირებისთვის ოფიციალური განაცხადი გაუგზავნა

68
ასანჟიიი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაერთიანებულ სამეფოს „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ექსტრადირებისთვის ოფიციალური განაცხადი გაუგზავნა. ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ანონიმ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, კანონმდებლობის მიხედვით, ექსტრადირების მოთხოვნა ბრალდებულის დაკავებიდან 60 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს. ექსტრადირების შესახებ განაცხადის გაგზავნის შემდეგ კი, ეჭვმიტანილისთვის ახალი ბრალდებების წაყენება შეუძლებელია.

ამ დროისთვის ჯულიან ასანჟს 18 ეპიზოდში აქვს ბრალი წაყენებული. მათ შორის, ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევისთვის. კერძოდ, კომპიუტერში შეღწევის მიზნით, შეთქმულებაში მონაწილეობისთვის.

აშშ-მა გაერთიანებულ სამეფოს ასანჟის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით გასული წლის დეკემბერში მიმართა.

ამჟამად ჯულიან ასანჟს ლონდონში 50-კვირიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული გირაოს პირობების დარღვევის გამო. მის წინააღმდეგ ასევე აღძრულია საქმე შვედეთში, სექსუალური ძალადობის ბრალდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g