აშშ-მა სირიიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ „აშშ განაგრძობს კამპანიას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიყენებს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის“.
მაიკ პომპეომ არ დააზუსტა, რა ვადაში მოხდება სირიიდან ამერიკული შენაერთების გაყვანა.
მაიკ პომპეომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, სირიაში რელიგიური უმცირესობების დაცვის მნიშვნელობა და რომ დაუშვებელია თურქულ და ქურთულ ძალებს შორის შეტაკება.
