LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს პოლიციამ ახალი Ford Mustang-ების დიდი პარტია იყიდა

105
აშშ-ს პოლიციამ ახალი Ford Mustang-ების დიდი პარტია იყიდა

აშშ-ს პოლიციამ ახალი Ford Mustang GT-ების დიდი პარტია იყიდა. ჩრდილოეთ კაროლინას პოლიციის სოციალურ ქსელებში უჩვეულო სამსახურებრივი ავტომობილების კადრები გავრცელდა. ხელისუფლებამ როგორც მინიმუმ 25 ახალი Ford Mustang GT, მეშვიდე თაობის S650 იყიდა. სპორტქარები გზაზე გასასვლელად უკვე მზად არიან და ისინი ძალოვნების მთავარ ტრანსპორტს Dodge Charger-ს ჩაანაცვლებენ.

როგორც პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, მანქანები არც თუ ისე ბევრია, თუმცა მნიშვნელოვან როლს ნამდვილად შეასრულებენ. მათი პატრულირება დანაშაულის პროფილაქტიკაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ სიახლეს ბევრი უარყოფითი შეფასება მოჰყვა, მოქალაქეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ფული სპორტქარებზე არ უნდა იხარჯებოდეს მაშინ, როცა უფრო პრაქტიკული Ford Explorer არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები