LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს საელჩო: „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის, რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“

143
აშშ-ის საელჩო

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საკითხს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმიანება.

როგორც აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომელი სასამართლოების ხელშია „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული, „ქართველებს კი სხვა ამბავს უყვება“.

„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“- წერს აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში.

„ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას“ – ადვოკატი

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on სამშაბათი, 01 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები